ბაქოელებმა „იანარდაგის“ განახლება გააკრიტიკეს " />

აზერბაიჯანში ზოროასტრიული სიწმინდე ნაკრძალად გადაიქცა

ბაქოელებმა „იანარდაგის“ განახლება გააკრიტიკეს

კაპიტალური რეკონსტრუქციის შემდეგ ბაქოს მახლობლად მდებარე ნაკრძალმა „იანარდაგმა“ სრულიად იცვალა სახე.

იანარდაგი –  ბაქოს მახლობლად მდებარე „ცეცხლოვანი მთა“, მარადიული ბუნებრივი ცეცხლი ბორცვის ფერდობზე. ბუნებრივი აირი მიწის ზედაპირზე ამოსვლისას ჟანგბადთან კონტაქტში აალებას იწყებს. უძველეს დროში იანარდაგი ზოროასრტრიელებისთვის თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენდა.

• როდის ამოიწურება აზერბაიჯანული ნავთობი?

• ფოტო-გასეირნება „არატურისტულ ბაქოში“

• გამქრალი სარკინიგზო ხაზი – აპოკალიფსური ფოტოები და ისტორია საქართველოდან

წინათ იანარდაგი უბრალოდ ალმოდებული ბორცვი იყო, რომელიც პირველადი იერით იყო შენარჩუნებული.

ვიდეო:იანარდაგი  ინფრასტრუქტურის შექმნამდე

რეკონსტრუქციის შემდეგ მის წინ მდებარე მოედანი ბეტონით დაფარეს, გარშემო კი  უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმი, ამფითეატრი კონცერტებისთვის, კაფე, სუვენირების დახლი, სათამაშო ზონა ბავშვებისთვის, პარკინგი ააშენეს, – წერს Report.

ფოტო: რეკონსტრუქციამდე

ფოტო: რეკონსტრუქციის შემდეგ

თუკი წინათ უცხოელ ტურისტებს „ცეცხლოვანი მთის“ ნახვა 1$-ად შეეძლოთ, ამჯერად $5 [მანათის ექვივალენტით] გადაიხდიან.

აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის  ფასი ძველებური დარჩა – $1.

სკოლის მოსწავლეებს ნაკრძალის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ  მანამდე ეს  $0.10 ღირდა).

ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ფაუდ ნაგიევის თქმით,  „იანარდაგს“ დღეში 500-700 უცხოელი სტუმრობს, და ეს რიცხვი იზრდება.

ბაქოელებს ძველი „მთის“ ახლებური იერი დიდად არ მოეწონათ. სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა მთელი ეს ინფრასტრუქტურა უადგილოდ და უგემოვნოდ მიიჩნია. მეტიც, ისინი შიშობენ, რომ ბეტონის საფარმა, შესაძლოა, ბუნებრივ პროცესებს ხელი შეუშალოს, და ცეცხლი ჩაქრეს.

„ასეთ უმეცრებას მარადიული ცეცხლის ჩაქრობაც კი შეუძლია“;

„წინათ ყველაფერი ნამდვილი იყო, აუთენტური ატმოსფერო, ახლა კი – გაუგებარია რა არის“.

თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც მიაჩნია, რომ ნაკრძალს რეკონსტრუქცია მოუხდა:

„ბევრად მოსახერხებელი და ლამაზი გახდა. და აღარც ტურისტები დაიწყებენ იმედგაცრუებით ქირქილს“.

ФОТО: ფოტო:პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ნაკრძალის გახსნაზე (Azertag). (Azertag).

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ