პოლიციამ მსჯავრდებულთა მშობლების მიტინგი დაარბია" />

აზერბაიჯანში ქალაქ განჯის მერზე თავდამსხმელი პირების გათავისუფლებას მოითხოვენ

პოლიციამ მსჯავრდებულთა მშობლების მიტინგი დაარბია

აზერბაიჯანის დასავლეთით მდებარე ქალაქ განჯაში აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან საპროტესტო აქცია ჩატარდა. გასული წლის ივლისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

რა მოხდა ივლისში განჯაში

2018 წლის 3 ივლისს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ელმარ ველიევზე თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივმა მცხოვრებელმა იუნის საფაროვმა ველიევს და მის დაცვის წევრს ესროლა. ორივე ცოცხალი გადარჩა, მსროლელი კი დააკავეს.

• უფრო დაწვრილებით განჯაში მომხდარ თავდასხმასა და მის შედეგებზე

• ერთთვიანი პროტესტების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბლოგერი შეიწყალა

10 ივლისს განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ იუნის საფაროვის დასაცავად საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, ორი პოლიციელი მოკლეს.

პოლიციელის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რამდენიმე დღის შემდეგ დაკავებისას დაიღუპა, მეორე დააპატიმრეს.

საპროტესტო აქციასთან კავშირში ეჭვის გამო, ათზე მეტი ადამიანი დააკავეს. მარტში რამდენიმე მათგანს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით, ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა მიესაჯა.

დაწვრილებით 22 აპრილის აქციის შესახებ

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები უკანონოდ დააპატიმრეს. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ პატიმრებს აწამებდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს დაშლა მოსთხოვეს, და უთხრეს, რომ პროკურატურის ან სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართათ. შემდეგ პოლიციამ შეკრებილების განდევნა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, მაგრამ ისინი იქიდანაც გაყარეს, და განუცხადეს, რომ „აქცია უკანონოა, და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს“.


ასევე წაიკითხეთ