ხელისუფლება თვის მონაწილეობას ურყოფს" />

აზერბაიჯანში „არაკეთილსაიმედო“ ვებგვერდებთან წვდომა გართულდა

ხელისუფლება თვის მონაწილეობას ურყოფს

აზერბაიჯანში ინეტნეტ პროვაიდერების უმრავლესობამ დაბლოკა წვდომა იმ ვებგვერდებთან, რომლებიც ხშირად აქვეყნებენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მასალებს. ეს არის ოპოზიციური გაზეთი „აზალდიგის“( azadliq.info) , ინტერნეტ არხი „მეიდანის“(meydan.tv) და რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის (azadliq.org) ვებგვერდები.

ვებგვერდების დაბლოკვა დაიწყო 27 მარტს, დღის მეორე ნახევარში. შუაღამისკენ ბლოკი მოიხსნა, და დილით ადრე განახლდა.

ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტროში ამ პრობლემის დაწვრილებით კომენტირებაზე უარი განაცხადეს. „ჩვენ რომელიმე ვებგვერდის დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. ვრცელდება ამბავი, რომ ზოგიერთ ვებგვერდზე შესვლა დაბლოკილია, გვერდის ნახვა შეუძლებელია. ნახევარ საათში ჩნდება სიახლე, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია. მხედველობაში გვაქვს ის, რომ ვრბგვერდების დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება“, – გადმოსცემს რადიო „თავისუფლება“ სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის სიტყვებს.

მედიის საკითხების ექსპერტი ალექსანდრ მამედლი გამორიცხავს, რომ წარმოქმნილი შეღწევის პრობლემა ცალკეული პროვაიდერების ტექნიკური პრობლემებით აიხსნება. „ასეთ შემთხვევაში, არც სხვა ვებგვერდები გაიხსნებოდა“. მამედლის ასევე ეჭვი ეპარება, რომ შეიძლება, ეს ვებგვერდებზე DDOS შეტევა იყოს, რადგან აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ სამივე ეს ვებგვერდი თავისუფლად იხსნება.

ეს აზერბაიჯანში „არაკეთილსაიმედო“ ვებგვერდების დაბლოკვის პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის ბოლოს ასევე შეინიშნებოდა ანალოგიური პრობლემები.

ინტერნეტ გამოცემა contact.az-მა ვებგვერდების დაბლოკვის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად საკუთარი ვერსია წამოაყენა: „ამ ვებგვერდებზე ბოლო ხანს ხშირად აკრიტიკებდნენ მეჰრიბან ალიევას ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნას“, – წერს contact.az.

თუმცა, აზებაიჯანის ზოგიერთი ინტერნეტპროვაიდერი ჯერ კიდევ არ შეერთებია ბლოკირებას, ამიტომ პრობლემის მიზეზების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ არსებობს.


ასევე წაიკითხეთ