ჩვენი მითოლოგიის რომელი პერსონაჟები გამოდგებოდნენ ფენტეზი-საგისთვის და როგორ გამოიყურებიან ისინი" />

აზერბაიჯანული ურჩხულები

ჩვენი მითოლოგიის რომელი პერსონაჟები გამოდგებოდნენ ფენტეზი-საგისთვის და როგორ გამოიყურებიან ისინი

ერთხელ ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა თქვა, რომ სიკვდილის შემდეგ უარს არ იტყოდა შუამიწეთში მოხვედრაზე. მათთვის, ვინც არ იცის – შუამიწეთი ჯადოსნური არსებებით დასახლებული ზღაპრული სამყაროა, რომელიც ინგლისელმა პროფესორმა ჯონ რ.რ. ტოლკინმა გამოიგონა, ვალურ და ირლანდიურ მითოლოგიებზე დაყრდნობით.

ანუ, სინამდვილეში, არც “ბეჭდების მბრძანებელი”, არც “ჰარი პოტერი”, არც “ნარნიის ქრონიკები”, არც ერთი სხვა საკულტო ფენტეზი-ნაწარმოები არ დაბადებულა თავიდან ბოლომდე ავტორის წარმოსახვაში – ეს ყველაფერი გადამუშავებული კელტური და ვალური მითები და ლეგენდებია, ნაწილობრივ კი ბიბლიური გადმოცემები. მაქციები, ვამპირები, ჯუჯები, მოლაპარაკე ხეები – დასავლური კულტურა ისევ და ისევ აცოცხლებს ყველა ამ პერსონაჟს.

ეს – დასავლეთი, მაგრამ რა შეუძლია შემოგვთავაზოს კავკასიამ? რომელი არარსებული ცხოველები გვხვდება აზერბაიჯანულ მითებში?

აგაჩ კიში ანუ მეშა ადამი

სიტყვასიტყვით თარგმანი – ადამიანი-ხე, ან კაცი-ტყე. ეს არის მთის ტყეების თავნება სული, რომელიც ბეწვით არის შემოსილი და ოდნავ წააგავს მაიმუნს. სხვათა შორის, ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ აგაჩ კიში – “თოვლის კაცის” ლეგენდის აქაური ინტერპრეტაციაა. თუმცა, მასთან ერთად გასეირნება ნაკლებად სასიამოვნო უნდა იყოს. ტყის კაცს საშინელი სუნი ასდის, და თან უყვარს სხვის ბოსტნებში ბოდიალი და ადამიანებისთვის უსარგებლო ტანისამოსის გამორთმევა (ძველად ასეთ ტანსაცმელს მისთვის საგანგებოდ ინახავდნენ კიდეც).

გულიაბანი

ჭირვეული აგაჩ კიში შეიძლება ცოტათი გაგეხუმროთ, აი, უდაბნოს დემონი გულიაბანი კი მართლაც საშიშია. ის ძირითადად სტეპებსა და სასაფლაოებზე ბინადრობს, და დაგვიანებული მგზავრების შეშინება უყვარს.

გულიაბანი ადამიანივით გმოიყურება, ტანი მუქი ბეწვით აქვს დაფარული და ტერფები უკუღმა შეტრიალებული. შეუძლია ადამიანის ხმით დაგელეპარაკოთ და შებრძოლება შემოგთავაზოთ.

საოცარია, მაგრამ ასეთ მავნე არსებასთან შეხვდრიდანაც კი შეიძლება გამორჩენა ნახოთ. თუ როგორღაც მოახერხებთ და მისი ტანსაცმლის საყელოში ნემსს შეარჭობთ, ის თქვენი მსახური გახდება. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა – გულიაბანები ბატონის ბრძანებას პირიქით ასრულებენ. ასე რომ, გაითვალსიწინეთ!

აგაჩ კიში. გულიაბანები

ტეპეგოზი

ეს ცალთვალა გოლიათი იმით არის განთქმული, რომ განრისხების დროს ადამიანებს გამოქვაბულში მიერეკება და ჭამს. და, რასაკვირველია, თუ თან ცხვრის ტყავი არ გაქვთ, რომელშიც გაეხვევით, რომ ურჩხულს თქვენი სუნი არ ეცეს, ან ხმალი – რომელსაც გოლიათს ერთადერთ თვალში შეარჭობთ, მაშინ თქვენი წარმატების შანსი არც ისე დიდია. სხვათა შორის ჭკუით არ გამოირჩევა, და ეს ამოცანას ამარტივებს.

დივი

ტეპეგოზის სხვა თანამოძმეები არიან – დივები ან დევები. ესენი არიან ძალიან მაღალი არსებები, რომლებსაც მაგიური ძალა აქვთ. მათ თავებს პატარა რქები უმშვენებთ; აი, თავშეკავებას კი ვერაფრით მივაწერთ მათი ხასიათის დამამშვენებელ თვისებებს. ეს ახმახები უაღრესად ხარბები არიან მდედრობით სქესის მიმართ და ხშირად იტაცებენ თავინთ გამოქვაბულებში ლამაზ, ნორჩ ქალებს.

ტეპეგოზი. დივი 

ჯინები

აზერბაიჯანულ მაგიურ სამყაროში, გამოქვაბულების გარდა, ხეებიც საშიშია. მაგალითად, დაბინდების შემდეგ ხის ქვეშ ჯდომა ან ძილი არ შეიძლება. ამით შეიძლება ხის “ბატონი” განარისხოთ. თანაც, აქ ტყის უკეთური სულებიც თავს იყრიან.

განსაკუთრებით კაკლის ან ლეღვის ხის ქვეშ არ უნდა ჩაგეძინოთ; იმიტომ, რომ მათ ქვეშ ჯინები ცხოვრობენ. ოღონდ ლამპარის ჯინები კი არა, მცირე ზომის ბრაზიანი არსებები. ისინი ყველაზე მეტად არიან “ხალხში” გასულები – და თუ ხეებს შორის რაიმე მუქი ფერის მოგელანდათ, აი ეგ არის ჯინი. ზუსტად არავინ იცის, როგორ გამოიყურებიან, რადგან ადამიანებს ბოლომდე არც ენახვებიან.

პერი

ამ მამაკაცურ კომპანიაში ერთი მდედრობითი პერსონაჟი ხომ უნდა არსებობდეს. პერი – ეს არის ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა, რომელიც ხშირად მტრედის ან ირმის სახეს იღებს. ის ასეთი სახით მიდის წყლის პირას, იქ კი თავის “ცხოველურ” საბურველს იძრობს და საბანაოდ შედის. თუ ამ საბურველს მოჰპარავთ, შეგიძლიათ, პრიმიტიული შანტაჟით პერი რაიმე ჯადოსნობის ჩადენაზეც დაითანხმოთ.

საერთოდ, პერი სიკეთის განსახიერებაა. ამ არსებებს შეუძლიათ დემონებსაც შეებრძოლონ. ისინი ადამინისთვის საშიშები არ არიან და პერიზე დაქორწინებაც კი შეიძლება; ოღონდ არ უნდა გააბრაზო, თორემ გაბრაზებულ პერის შეუძლია ზებუნებრივი უბედურება დაატრიალოს.

ჯინები. პერი

ასე რომ, თავად განსაჯეთ, ამ არსებებიდან რომელი გამოდგება ახალი, ეგზოტიკური ფენტეზი-საგისთვის. სიამოვნებით გაგიზიარებდით.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ