გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებულ შესაბამის ძიებას „РеАл“ ოპოზიციაზე ზეწოლად აფასებს" />

აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა „РеАл“ უარყოფს ირანული ფულის მიღების ბრალდებას

გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებულ შესაბამის ძიებას „РеАл“ ოპოზიციაზე ზეწოლად აფასებს

აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა „ რესპუბლიკური ალტერნატივა“, რომელიც ფართოდ ცნობილია შემოკლებული სახელით „РеАл“ კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ბრალდებებს და იარანიდან რაიმე ფინანსების მიღებას. მოძრაობის ლიდერები „РеАл“-ის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას მასზე ზეწოლად აფასებენ.

მოვლენების მიმდინარეობა, „РеАл“-ის ვერსიით, ამგვარია:

19 იანვარს ოპოზიციური მოძრაობის ოფისში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანში ირანის საელჩოს წარმომადგენელთან.

ამ ვიზიტიდან 6 დღის შემდეგ ინტერნეტ პრტალებმა haqqın.az и virtualaz.org გამოაქვეყნეს ჟურნალისტ ეინულ ფატულაევის სტატია, რომელშიც მან მოძრაობა „РеАл“-ს ირანულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და მათგან მატერიალური დახმარების მიღებაში დასდო ბრალი.

28 იანვარს გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა საინფორმაციო სააგენტო „ტურანს“ დაუდასტურა ამ საქმეზე „სერიოზული გამოძიების“ დაწყების შესახებ

მოძზრაობა „РеАл“-ის აღმასრულებელმა მდივანმა ნატიკ ჯაფარლიმ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ამ ბრალდებებს „ სისულელე და აბსურდი“ უწოდა.

„ ეს არის „РеАл“-ზე ზეწოლის მორიგი მცდელობა პროსახელისუფლებო საინფორმაციო რესურსების მხრიდან. ჩვენი ორგანიზაცია სრულიად გამჭვირვალეა. მანამდე ჩვენს ოფისში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ყოფილან დიპლომატები. ირანელი დიპლომატიც ერთ-ერთი მთგანი იყო, შეხვედრის ინიციატივა მისგან მოდიოდა. შეხვედრის თემა იყო ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, ირანში ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებების დარღვევის პრობლემა, თეგერანის მიერ სოხეთთან თბილი ურთიერთობის შენარჩუნება“, – წერს ჯაფარლი.

ინფორმაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივნის მოძრაობა „РеАл“-ის ოფისში ვიზიტის შესახებ თავად მოძრაობის ვებგვერდზეა ღიად განთავსებული.

  • მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივა“ შეიქმნა 2009 წლის 18 მარტს, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად გამართული რეფერენდუმის წინ. მოგვიანებით მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად ქცევის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
  • მოძრაობა „РеАл“-ის თავმჯდომარე ილგარ მამედოვი 2013 წლის თებერვლიდან შვიდწლიან პატიმრობაში იმყოფება აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილში მასობრივი უწესრიგობების მოწყობის ბრალდებით.
  • 2014 წლის მაისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამედოვის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისთვის 22 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას აქამდე იგნორირებას უკეთებს.

shahin_ilgar

ილგარ მამედოვი


ასევე წაიკითხეთ