მესაზღვრეებს „აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ დაავალეს " />

აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის კომპლექსთან ახალი საგუშაგო გახსნა

მესაზღვრეებს „აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ დაავალეს

აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელიც დავით გარეჯის/კეშიშდაგის კომპლექსს მოიცავს, და რომლის ირგვლივაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სასაზღვრო დავა მიმდინარეობს, ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი  „კეშიჩკი გალა“ აამოქმედა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ საგუშაგო თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის შესაბამისი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით არის მოწყობილი. 

საგუშაგოს გახსნის ცერემონიას სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი და აგსტაფის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ნიზამედინ გულიევი ესწრებოდნენ. ჩინოვნიკების თქმით, ახალი საგუშაგო საზღვრის დაცვის სამსახურთან ერთად მოწოდებულია, რომ „აზერბაიჯანელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას“. 

საზღვრის ირგვლივ დავა 2019 წლის გაზაფხულზე გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კომპლექსის ნაწილისკენ მისაღწევი, აზერბაიჯანის მხარეს მდებარე საზღვრის ნაწილი ჩაკეტეს. ქართველმა აქტივისტებმა აქციების სერია ჩაატარეს, ზოგ შემთხვევაში, საქმე ქართველ აქტივისტებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტებამდეც კი მივიდა.

თბილისსა და ბაქოს შორის საზღვრის სადავო მონაკვეთების დემარკაციის თაობაზე მოლაპარაკებები აქამდე მიმდინარეობს.

 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე უძველესი მონასტრის ირგვლივ მიმდინარე სასაზღვრო დავის არსი


ასევე წაიკითხეთ