ამოცანა - ჯარისთვის ერთობლივი ოპერაციების უნარების განვითარება" />

აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ამოცანა - ჯარისთვის ერთობლივი ოპერაციების უნარების განვითარება

აზერბაიჯანში აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები „მუსტაფა ქემალ ათათურქი-2019“ საბრძოლო სროლებით დაიწყო. ეს წვრთნები ორი ქვეყნის ჯარებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და იმ მიზნით ტარდება, რათა სამხედრო მოსამსახურეებს თანმიმდევრული ერთობლივი მოქმედებებისა და ერთობლივი ოპერაციების ჩატარების უნარები განუვითარდეთ.

წვრთნები აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ტარდება და 1-დან 3 მაისამდე გაგრძელდება, – წერს სააგენტო Trend.

წვრთნებში ჩართულია ჯავშანტექნიკა, არტილერია და ნაღმმტყორცნები, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენები, ორი ქვეყნის ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და საზენიტო- სარაკეტო ქვედანაყოფები.


ასევე წაიკითხეთ