ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზერბაიჯანთან დაკავშირებულმა ორმა რეზოლუციამ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განარისხა " />

აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან გასვლით იმუქრება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზერბაიჯანთან დაკავშირებულმა ორმა რეზოლუციამ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განარისხა

აზერბაიჯანთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის ორმა კრიტიკულმა რეზოლუციამ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

11 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეამ აზერბაიჯანის შესახებ ორი ანგარიში განიხილა: „აზერბაიჯანში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება“ და „ის ნაბიჯები, რომლებიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით გადაიდგა ქვეყნის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში (2014 წლის მაისინოემბერი)“.

პირველ მოხსენებაში გამოთქმულია შეშფოთება ხელისუფლების შტოებს შორის არსებული დისბალანსის გამო. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ახლახან მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შესაძლოა ის მოჰყვეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ნაკლებად დაექვემდებარება პარლამენტს, ხოლო სასამართლო ორგანოები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დარჩება დამოკიდებული.

დოკუმენტის ავტორებმა უკმაყოფილება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების, პოლიტიკური აქტივისტების, ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ადვოკატების მუდმივი დევნისა და დაკავების გამო.

მათ ხელისუფლებას იმ პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რომელთა დაკავებაც დასაბუთებულ ეჭვებს იწვევს. ასევე გამოთქმულია უკმაყოფილება შეკრების თავისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობისთვის შემზღუდავი კლიმატის შექმნის გამო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაური სამედ სეიდოვი მკაცრად გამოვიდა რეზოლუციის წინააღმდეგ:

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დილოგი წარიმართოს, თქვენ კი სიტუაციას ამწვავებთ“ – სეიდოვის თქმით, აზერბაიჯანში წლობით ტარდება რეფორმები, ანგარიშში კი ნათქვამია, რომ „არავითარი რეფორმები არ არის“.

აზერბაიჯანის დელეგაციამ ასევე პროტესტი გამოთქვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილგარ მამედოვის პატიმრობასთან დაკავშირებული პუნქტის გამო, და ამტკიცებდა, რომ ის „კონკრეტული დანაშაულის გამოა“ დაპატიმრებული.

კრიტიკული რეზოლუციების მიღებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. საზოგადოებრივპოლიტიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ალი გასანოვმა სააგენტო „ტრენდს“ განუცხადა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ საგანგებო მიზნის მქონე დოკუმენტების მიღებით, რომლებიც დაინტერესებული ანტიაზებაიჯანული წრეების სუბიექტური განსჯის საფუძველზე მომზადდა, კიდევ ერთხელ გამოავლინა აზერბაიჯანის მიმართ თავისი მიკერძოებული და არასამართლიანი პოზიცია“.

გასანოვმა დასძინა, რომ მიკერძოებული დოკუმენტების მიღება, რომლებიც სუბიექტურ განსჯას ეყრდნობა, იძულებულს ხდის აზერბაიჯანს, რომ ევროპის საბჭოსთან ურთიერთობებს გადახედოს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის მეთურმა სამედ სეიდოვმა მიღებულ რეზოლუციებს „სამარცხვინო“ უწოდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულმა დღევანდელმა მსჯელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სხვადასხვა ჯგუფი, კერძოდ სომხური ლობის მხარდაჭერით, შეეცადა სერიოზულად გაეკრიტიკებინა აზერბაიჯანი. დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა, მოხსენებაში ჭეშმარიტებას მოკლებული ფაქტების შეტანა მას არასერიოზულ დოკუმენტად აქცევს. აზერბაიჯანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამგვარ დოკუმენტზე ვერ იმუშავებს“, – განაცხადა სეიდოვმა.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ნოვრუზ მამედოვმა ასევე გააკრიტიკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ზოგიერთი ლამის ინკვიზიციის სასამართლოს წევრივით იქცევა და გარკვეულ სასჯელების დაწესებას თავის მოვალეობად მიიჩნევს. ნუთუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვერ ხედავენ, თუ საით მიჰყავს ევროპა ამგვარ პოლიტიკას?! თუკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიაჩნია, რომ მისი მთავარი მისია პარტნიორებისთვის სასჯელის განსაზღვრაა, ხოლო თავად მას არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია, მაშინ ვის და რისთვის სჭირდება ასეთი ორგანო?“, – დაწერა ტვიტერში ნოვრუზოვმა.

“საკუთარ თავს ვეკითხებით – რას ვაკეთებთ ევროპის საბჭოში?“ – ციტირებს სეიდოვის სიტყვებს სააგენტო АPА.


ასევე წაიკითხეთ