მინგეჩაურის ჰესის სიმძლავრე ერთნახევარჯერ გაიზარდა " />

აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილმა ჰიდროელექტროსადგურმა რეკონსტრუქციის შემდეგ მუშაობა განაახლა

მინგეჩაურის ჰესის სიმძლავრე ერთნახევარჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილმა მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურმა (ჰესმა) შვიდწლიანი კაპიტალური რემონტის შემდეგ, 27 თებერვალს მუშაობა განაახლა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჰესის ამოქმედების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

რეკონსტრუქციის შემდეგ მინგეჩაურის ჰესის სიმძლავრე 284-დან 424 მეგავატამდე გაიზარდა, ანუ – ერთნახევარჯერ. რეკონსტრუქციის დროს გამოცვალეს მწყობრიდან გამოსული ტურბინები და გენერატორი. ამჟამად სადგურში 130 ადამიანი მუშაობს.

მინგეჩაურის ჰესი ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. აზერბაიჯანის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მას სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურად მოიხსენიებენ, თუმცა საქართველოში მდებარე ენგურჰესი მას რამდენიმე პარამეტრით წინ უსწრებს.


ასევე წაიკითხეთ