ქარიშხლისგან ელქტროგადამცემ ხაზებს ხეები დაეცა " />

აზერბაიჯანის სამხრეთში დაახლოებით ასი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქარიშხლისგან ელქტროგადამცემ ხაზებს ხეები დაეცა

30 ოქტომბერს, საღამოს დაწყებულმა ქარიშხალმა აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ლერიკსკისა და ლენქორანის რაიონებში დაახლოებით ასი სოფელი დატოვა ელექტროობის გარეშე. 12 სოფელი სრულად არის მოწყვეტილი რაიონულ ცენტრებს. ქარიშხალმა ხეები ფესვებიანად მოთხარა და ელექტროგადამცემ ხაზებს დააყარა, შენობებს სახურავები ახადა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ხეხილის ბაღებს.

ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებლებმა ხეების დაცემისგან მძიმე ტრვმები მიიღეს. ლენქორანის ორი მაცხოვრებელი ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული.

ზოგიერთ ადგილას თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია. შედეგად, ლერიკსკის რაიონის 12 სოფელი რაიონულ ცენტრს მთლიანად მოწყდა. ამის შესახებ ლერიკსკის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარის მოადგილემ გაბილ მელიკოვმა განაცხადა, გადმოსცემს სააგენტო Trend.

ქალიშხალმა მიაღწია მეზობელ მასალინსკის რაიონამდეც, სადაც ელექტროობის გარეშე 40-ზე მეტი სოფელი დარჩა. პრეს-სამსახურ „აზერიშიგის“ (აზერშუქი) ხელმძღვანელის ტანრივერდი მუსტაფაევის თქმით, მიუხედავად ისევ ცუდი ამინდისა, ყველანაირი ღონისძიება ტარდება, რომ დაზარალებულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ.


ასევე წაიკითხეთ