ხელისუფლება არასრულწლოვნების მონაწილეობით უკანონო შეკრებების აღკვეთის შესახებ აცხადებს " />

აზერბაიჯანის პოლიციამ რელიგიური ორგანიზაცია “იეღოვას მოწმეების” სახლებში ჩხრეკა ჩაატარა

ხელისუფლება არასრულწლოვნების მონაწილეობით უკანონო შეკრებების აღკვეთის შესახებ აცხადებს

ბაქოს გარადაგის რაიონში რელიგიურ სტრუქტურებთან მუშაობის სხელმწიფო კომიტეტმა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად დედაქალაქიდან დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარე დასახლება ლოკბატანში, ორი მოქალაქის ბინაში ჩაატარა ჩხრეკა.

რეიდის შედეგად აღიკვეთა რელიგიური ორგანიზაცია “იეღოვას მოწმეების” წევრთა უკანონო შეკრებები ლოგბატანის დასახლებაში, ორუჯევა სოლმად მამედ გიზისა და აგალიევა სევილ ბაბაალი გიზის ბინებში. ორივე მისამართზე გამოვლენილია 33 ადამიანი, მათშორის 10 არასრულწლოვანი ბავშვი. აღმოჩენილი და ამოღებულია სექტის პროპაგანდის შემცველი უამრავი ლიტერატურა, ნათქვამია რელიგიურ სტრუქტურებთან მომუშავე სახელმწიფო კომიტეტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი განხილვები და სმძებრო ღონისძიებები.

რელიგიურ სტრუქტურებთან მომუშავე სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 17 რელიგიური ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთაგან 5-6 საზოგადოების საქმიანობა დიდ ეჭვებს იწვევს. მათ შორის არიან “იეღოვას მოწმეები” და “ მეშვიდე დღის ადვენტები”.

“იეღოვას მოწმეები” – ეს არის ქრისტიანული მიმდინარეობა, რომელიც მთელ მსოფლიოში თავის რიგებში დაახლოებით რვა ნახევარ მილიონ ადამიანს აერთიანებს; ანუ მათი რიცხვი პრაქტიკულად აზერბაიჯანის მოსახლეობის ტოლია.

ეს ამ მიმდევრობის წევრთა დევნის პირველი შემთხვევა არ არის. 2010 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ იეღოვას მოწმეები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი რიგ არატრადიციულ რელიგიური ორგანიზაციებსა და ეკლესიებთან თანამშრომლობის კვალდაკვალ სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და სომხეთის სპეცსამსახურებთანაც თანამშრომლობენ.

  • იეღოვას მოწმეები არჩევნებში არ მონაწილეობენ, უარს ამბობენ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე, და სახელმწიფო სიბოლიკისთვის პატივის მიგებაზე;
  • ისინი არ არიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივ-პლიტიკური ორგანიზაციის წევრები. იეღოვას მოწმეები არ აგიტირებენ არც ერთი პოლიტიკურ პარტიის სასარგებლოდ, და არჩევნების დროს საკუთარ კანდიდატურებს არ წარადგენენ;
  • მათთვის მიუღებელი ჯარში სამსახური, თუნდაც – სამსახურზე უარის თქმას სისხლის სამართლის დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.

ასევე წაიკითხეთ