დაკავებულის დედის თქმით, სხვ ბრალდებებთან ერთად, მას, „მიტინგის პროპაგანდაშიც“ სდებენ ბრალს" />

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის აქტივისტი 25 დღე-ღამით დაკავებულია

დაკავებულის დედის თქმით, სხვ ბრალდებებთან ერთად, მას, „მიტინგის პროპაგანდაშიც“ სდებენ ბრალს

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ აქტივისტს ელვინ აბდულაევს, „პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გაწევის“ მუხლით, 25 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. ეს 19 იანვრის მიტინგში აბდულაევის მონაწილეობიდან რამდენიმე დღეში მოხდა.

• ყველაფერი ოპოზიციის 19 იანვრის მიტინგის შესახებ

• აზერბაიჯანში მიტინგის მონაწილეებს პოლიციიდან ურეკავენ

როგორც სააგენტო Turan წერს, აქტივისტის დედის თქმით, ის 22 იანვარს საღამოს სახლიდან პოლიციაში წაიყვანეს, 23-ში კი მიუსაჯეს.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს ელვინი. ამბობენ, რომ ის 19 იანვრის მიტინგთან დაკავშირებით პროპაგანდას ეწეოდა. მაგრამ ეს მიტინგი ბაქოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, და ამაში უკანონო არაფერი იყო “, – ამბობს აბდულაევის დედა.

გასული წლის მაისში ელვინ აბდულაევს, ანალოგიური ბრალდებით, ციხეში 30 დღე-ღამე უკვე გატარებული აქვს.

19 იანვრის მიტინგი ოპოზიციური კოალიციის მიერ პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ჩატარდა.


ასევე წაიკითხეთ