ფიქრეთ მაჰმუდოვმა ჰოლანდიაში, დევნილთა ბანაკში მას შემდეგ გადაიჭრა ვენები, რაც მას უარი უთხრეს თავშესაფარზე" />

აზერბაიჯანის მოქალაქემ ჰოლანდიის დევნილთა ბანაკში თავი მოიკლა

ფიქრეთ მაჰმუდოვმა ჰოლანდიაში, დევნილთა ბანაკში მას შემდეგ გადაიჭრა ვენები, რაც მას უარი უთხრეს თავშესაფარზე

აზერბაიჯანელმა ფიკერ მაჰმუდოვმა ჰოლანდიაში დევნილთა ბანაკში თავი მოიკლა, რათა სამშობლოში არ დაბრუნებულიყო. ბანაკის მეზობლის თქმით, მაჰმუდოვი თავიდან გერმანიაში ცდილობდა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას, და როდესაც მას იქ უარი უთხრეს, ჰოლანდიას მიაშურა, მაგრამ მას არც იქ დართეს დარჩენის ნება, ამის შემდეგ. დეპორტირება რომ არ მოეხდინათ – მაჰმუდოვმა ვენები გადაიჭრა.

როგორც Meydan.TV იუწყება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აზერბაიჯანელი მიგრანტები უკიდურეს ზომებს მიმართავენ, რათა სამშობლოში არ დაბრუნდნენ. მაგალითად, ამ წლის თებერვალში კამალია იმამალიევამ თავის მოკვლა სცადა, რათა გერმანიიდან დეპორტაცია თავიდან აეცილებინა. უფრო ადრე, იანვარში, ადამიანი, რომლის ოჯახსაც ისევ იმ გერმანიიდან დეპორტირებას უპირებდნენ, შეეცადა, პოლიციელს იმავე იარაღიდან სროლით შეწინააღმდეგებოდა, რომელიც ჩხუბის დროს მასვე წაართვა.

გერმანია, ჰოლანდიასთან ერთად ყველაზე პოპულარული მარშრუტია, სადაც აზერბაიჯანის მაცხოვრებლები მიგრირებას ცდილობენ, მაგრამ გერმანიის მიგრაციისა და დევნილთა საკითხების ფედერალური უწყების მონაცემებით, 2018 წელს მხოლოდ იანვრიდან აპრილამდე პერიოდში აზერბაიჯანის 1564 მოქალაქე ცდილობდა ამ ქვეყნის მოქალაქის სტატუსის მიღებას. 857-მა მათგანმა უარი მიიღო.

ადამიანები სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მიღების სურვილის არგუმენტად უფრო ხშირად სამშობლოში პოლიტიკური შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის გამო დევნას ასახელებენ. ზოგჯერ ეს ისტორიები სიმართლეა, ზოგჯერ კი – თავიდან ბოლომდე გამონაგონი.

ნარგიზ სულთანოვას შემთხვევაში, ემიგრაციის მიზეზი ნამდვილი იყო. ჰოლანდიაში ბანაკში მან დაახლოებით ერთი წელიწადი გაატარა. ამ დროს რომ იხსენებს, ამბობს, რომ ყველაზე რთული მუდმივი, მტანჯველი მოლოდინის ატმოსფერო იყო:

„მუდმივად რაღაცას ელოდები: ადვოკატთან შეხვედრას, გასაუბრებას, გადაწყვეტილების გამოტანას. და ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 12 წელიწადს იცდიდნენ. ლოდინი – ბანაკში ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ყველა ცდილობს, ამას როგორღაც გაუმკლავდეს და ყველა იმაზე ფიქრობს, თუ რას გააკეთებს მას შემდეგ, როდესაც დადებით პასუხს მიიღებს“.

ბანაკში კიდევ ერთი დაუწერელი კანონი იყო: ერთმანეთს არ ეკითხებიან, იქ როგორ მოხვდნენ.

ამჟამად ნარგიზი ჰააგაში ცხოვრობს და ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობს. მის ძმას კი, რომელთან ერთადაც მან განაცხადი შეიტანა, უარი უთხრეს, და ის აზერბაიჯანში დაბრუნდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ