ტურისტებს აზერბაიჯანისთვის ახლებურად შეხედვას სთავაზობენ " />

აზერბაიჯანის ახალი ტურისტული ბრენდი დიდ ბრიტანეთში გამოფენაზე წარადგინეს

ტურისტებს აზერბაიჯანისთვის ახლებურად შეხედვას სთავაზობენ

აზერბაიჯანის ახალი ეროვნული ტურისტული ბრენდი “Take another look” ლონდონში, მსოფლიოს ტურისტულ გამოფენაზე (WTM) წარადგინეს. მანამდე ბრენდი აზერბაიჯანის საზოგადოებას წარუდგინეს, და მან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

• რაში სჭირდება აზერბაიჯანს „ფორმულა-1“? 

• ირანელმა ტურისტებმა სომხეთი შეიყვარეს 

• ქართული კურორტის – ბათუმის მიმზიდველობის საიდუმლოები 

შემქმნელების ჩანაფიქრით, ახალი ბრენდის ლოგოტიპი ასო-ნიშანი “ А“-ს (აზერბაიჯანი) სიმბოლოა, მაგრამ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, უმეტესწილად, მასში ამ ასო-ბგერის გარდა, ყველაფერი ამოიკითხეს. ზოგიერთი ასოციაცია გულწრფელად უხერხული იყო. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ბევრი ისეთი კარიკატურა, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივებისთვის არის გასაგები.

კრიტიკა გამოიწვია სლოგანმაც. საერთო აზრი იქამდე მივიდა, რომ შეთავაზება „Take another look“ (განსხვავებული თვალით შეხედვა) ისე ჟღერს, თითქოს აზერბაიჯანი ერთი შეხედვით არ შეიძლება მოგეწონოს, და მას მეტი ყურადღებით უნდა დააკვირდე.

ბრენდის პრეზენტაციისას აზერბაიჯანის ტურისტული ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიზნად „აზერბაიჯანის კიდევ ერთი სილამაზის გამოვლენას ისახავდნენ“. ამავდროულად ისინი მოჰყვნენ იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავლში აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, ასევე იმის შესახებ, რომ იგეგმება ბიუროს წარმომადგენლობის გერმანიაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, საფრანგეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გახსნა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ