აქცია სამი გერმანული მედიის რედაქციების წინ გაიმართა " />

აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა გერმანიაში პოლიტპატიმრების დასაცავად აქცია გამართეს

აქცია სამი გერმანული მედიის რედაქციების წინ გაიმართა

ორგანიზაციის „აირჩიე დემოკრატიული აზერბაიჯანი“ წევრებმა, რომელიც აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა შექმნეს, გერმანიის ქალაქ ესენში აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. 

ორგანიზაცია „აირჩიე დემოკრატიული აზერბაიჯანი“ 2018 წლის ივნისში შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციის წევრებმა უკვე რამდენიმე მსგავსი აქცია გამართეს, მათ შორის – კანცლერ ანგელა მერკელის რეზიდენციის წინაც. 

ახლანდელი აქციები სამი გერმანული მედიის – Neue Rhein Zeitung-ის, Westdeutsche Allgemeine Zeitung-ის და Unsere Zeit-ის რედაქციებსი წინ გაიმართა, – იუწყება Turan.

ეს აქციები „აირჩიე დემოკრატიული აზერბაიჯანი“-ს მიერ გაჩაღებული კამპანიის – „გერმანელი ჟურნალისტები პოლიტპატიმრების დასაცავად“-  ნაწილია.

ევროპის საბჭო და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის მუდმივად აკრიტიკებენ. მოცემული მომენტისთვის აქ 80-ზე მეტ პოლიტპატიმარს, მათ შორის – ჟურნალისტებს, ითვლიან. აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ისინი პოლიტიკური მოტივებით არიან მსჯავრდებულები.

სიტყვის თვისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით, აზერბაიჯანი 179-დან 166-ე ადგილს იკავებს.


ასევე წაიკითხეთ