ადამიანები უკმაყოფილოები არიან და ჯარიმებს სასჯელის ზედმეტად რბილ ზომად მიიჩნევენ " />

აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი ზღვის დაბინძურებისთვის დააჯარიმეს. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა

ადამიანები უკმაყოფილოები არიან და ჯარიმებს სასჯელის ზედმეტად რბილ ზომად მიიჩნევენ

ბაქოს წყალკანალის სამმართველოს ხელმძღვანელი გაბილ გულიევი, როგორც თანამდებობის პირი, ბაქოს მახლობლად დაბა ბუზოვნასთან კასპიის ზღვაში გამდინარე წყლების ჩასვლის გამო 2500 მანათით (დაახლოებით 1480 დოლარით) დააჯარიმეს.

ამას წინ უძღოდა ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ საჩივრის ზარი. ჩატარებულმა ექსპერტიზამ უჩვენა, რომ სინამდვილეში წყლის შემადგენლობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების დონე ნორმას აჭარბებს.

წყალკანალი – კომუნალური საწარმოა, რომელიც აზერბაიჯანში წყალმომარაგებითა და კანალიზაციით არის დაკავებული.

ბუზოვნა – ბაქოს შემოგარენში ერთ-ერთი სანაპიროზე მდებარე დაბაა. ზაფხულობით აქაურ პლაჟზე ქალაქელები ისვენებენ. ყოველ სეზონზე ადამიანები ჩივიან, რომ ზღვა აქ (ისევე როგორც სხვა პლაჟებზე) ჭუჭყიანია, და ამისთვის პასუხს არავინ აგებს. მაგრამ წლევანდელ ზაფხულს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩინოვნიკებს ზღვაში გამდინარე წყლების ჩაშვების გამო სჯიან. დაახლოებით ერთი თვის წინათ იმავე მიზეზით ქალაქ სუმგაითის წყალკანალის უფროსი დარვინ გუსეინოვი დააჯარიმეს. ზღვის დაბინძურება მას 3000 მანათი (1775 დოლარი) დაუჯდა.

მაგრამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ჯარიმები სასჯელის ზედმეტად რბილ ზომად მიაჩნიათ, და თავიანთ ვარიანტებს სთავაზობენ:

„კი არ უნდა დააჯარიმო, უნდა დააპატიმრო“

„სამსახურიდან უნდა გაეგდოთ“

„ერთი თვითონ უნდა ჩაუშვა იმ ბინძურ წყალში…“

ამასთან დაკავშირებით ისევ დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, ღირს თუ არა საერთოდ ადგილობრივ პლაჟებზე ცურვა:

„2005 წლიდან კასპიის ზღვაში არ შევდივარ, და არც თქვენ გირჩევთ. არ ღირს სიცოცხლის გარისკვად“

„ძალიან მინდა ზღვაზე, მაგრამ უცხოური კურორტებისთვის არც დრო მეყო და არც ფული, ჩვენი ზღვა კი მეზიზღება. და მით უმეტეს ჩემს შვილებს არ მივცემ მასში ცურვის უფლებას“.

„ჩვენს პლაჟებზე ცურვისას, მთავარია, იმაზე არ იფიქრო, თუ რამდენი ნაგავი დაცურავს ამ წყალში: ნაწლავური ჩხირით დაწყებული და გაურკვეველია კიდევ რით დასრულებული. ნეტავ როგორც ვცოცხლობთ აქამდე…“


ასევე წაიკითხეთ