ისმაილ აბდულაევი მატჩებს ვეღარ წაიყვანს, მაგრამ ახალი ამბების კითხვას გაააგრძელებს " />

აზერბაიჯანელი სპორტული კომენტატორი, რასისტული ხუმრობის გამო სამსახურს ჩამოაშორეს

ისმაილ აბდულაევი მატჩებს ვეღარ წაიყვანს, მაგრამ ახალი ამბების კითხვას გაააგრძელებს

აზერბაიჯანელი სპორტული კომენტატორი ისმაილ აბდულაევი, შავკანიანი ფეხბურთელის მისამართით რასისტული ხუმრობისთვის, ერთი თვით მატჩების კომენტირებას ჩამოაშორეს.

• სამხრეთაფრიკელი ბურები საქართველოში : ლავანდის მინდორი და უსაფრთხოების შეგრძნება

12 აგვისტოს Manchester United-ისა Chelsea-ის გუნდებს შორის გამართული მატჩის ტრანსლირებისას ისმაილ აბდულაევის კოლეგამ, რომელთან ერთადაც მას მატჩი მიჰყავდა, თქვა, რომ ფეხბურთელი ნ’გოლო კანტე „კანიდან ძვრება“. ამის პასუხად აბდულაევმა კანტეს კანის ფერთან დაკავშირებით იხუმრა .

 „ერთი თვის განმავლობაში ვერ შევძლებ კომენტირებას. არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა“, – დაწერა ისმაილ აბდულაევმა Instagram-ში თავის გვერდზე.

ფოტო: Reuters

მატჩის მაყურებელი გულშემატკივრების აზრი გაიყო.

ზოგიერთი კომენტარი სოციალური ქსელიდან:

„სწორედ მოიქცნენ, რომ ჩამოშორეს. ეს ყოფითი რასიზმი უკვე მოსაბეზრებელია“; 

„ბოდიში მაინც მოეხადა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არავინ იცის და საჭიროდაც არ მიჩნიათ შეცდომებისთვის ბოდიშის მოხდა“;

„ისმაილ აბდულაევი – ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორია. უბრალოდ, ენამახვილია, და ზოგჯერ უადგილო ხუმრობა ეპარება ხოლმე“.

პრეცედენტი

აქამდე აზერბაიჯანში რასიზმის ნიადაგზე ყველაზე ხმაურიანი მედიასკანდალი 2016 წელს მოხდა

მაშინ ერთ-ერთი ტელეარხიდან ამინდის პროგნოზის წამყვანი შავკანიანი ქალი აზერბაიჯანული ენის ცუდად ცოდნისთვის გააგდეს. მაგრამ აღშფოთებულმა საზოგადოებამ მისი სასახურიდან დათხოვნის ჭეშმარიტ მიზეზად გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნებული სტატია მიიჩნია. გაზეთმა არხი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ ამინდის პროგნოზის გამოცხადება შავკანიან ქალს მიანდეს და ამას „ უგემოვნობა, აზერბაიჯანელი ქალის სილამაზის მიმართ გულგრილობა და მისი უგულებელყოფა…“ უწოდა.


ასევე წაიკითხეთ