მეგობრები ამას მის მიერ სოციალურ ქსელებში მთავრობის კრიტიკას უკავშირებენ" />

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, უცნობი მიზეზის გამო, 25 დღე-ღამით დააპატიმრეს

მეგობრები ამას მის მიერ სოციალურ ქსელებში მთავრობის კრიტიკას უკავშირებენ

ოპოზიციური მოძრაობა „მოძრაობა დემოკრატიისა და კეთილდღეობისათვის“ აქტივისტ გუსეინ მელიკს 25 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ზუსტად, თუ რაში დასდეს მას ბრალი, ცნობილი არ არის. მოძრაობის ხელმძღვანელობა მელიკის დაპატიმრებას იმას უკავშირებს, რომ ის სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

„მოძრაობა დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის“ 2014 წელს შეიქმნა იმ აქტივისტების მიერ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტია „მუსავათი“ დატოვეს. გუსეინ მალიკი ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა.

• აზერბაიჯანის პოლიტიკური პატიმრების სიის შესახებ 

• აზერბაიჯანელი სინდისის პატიმრების დედები თავიანთი შვილების დაპატიმრების შესახებ ჰყვებიან  

დაკავების წვრილმანები

„მოძრაობა დემოკრატიისა და კეთილდღეობისათვის“ თავმჯდომარის მოადგილის ელადი მამედლის თქმით, 5 დეკემბერს ღამით  გუსეინ მელიკის ბინაში სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანები შეიჭრნენ, მას ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს. 6 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მეგობრებმა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ შეიტყვეს. ისინი ამას გატაცებად აფასებენ: „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გუსეინ მელიკი Facebook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო დააპატიმრეს. შემთხვევითი არ არის, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ მისი პუბლიკაციები წაიშალა. შესაძლოა, მასზე ზეწოლაც მოახდინეს“, – უთხრა ვებგვერდ „კავკასკი უზელს“ „მოძრაობა დემოკრატიისა და კეთილდღეობისათვის” ლიდერმა გუბად იბადოღლუმ.

არც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში და არც ქალაქ ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოში ამ დაპატიმრების შესახებ არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

აზერბაიჯანში გასული თვის განმავლობაში ეს უკვე  პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. ნოემბრის შუა რიცხვებში ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრეს ოპოზიური პარტია სახალხო ფრონტის ლიდერს ალი ქერიმლის. ნოემბრის ბოლოს კი 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა  ჟურნალისტ აფგან სადიგოვს მიესაჯა .


ასევე წაიკითხეთ