მარკ ცუკერბერგმა რუსულენოვან „ინტერნეტ ტროლებს“ ომი გამოუცხადა " />

აზერბაიჯანელი მომხმარებლები ფეისბუკის „შავ სიაში“ მოხვდნენ

მარკ ცუკერბერგმა რუსულენოვან „ინტერნეტ ტროლებს“ ომი გამოუცხადა

მსოფლიოს ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაბლოკილია იმ მომხმარებლების გვერდები და სააღრიცხვო ჩანაწერები, რომლებიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილ, რუსეთის „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოსთან“ (IRA) თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.

ამის შესახებ Reuters-ს ფეისბუკის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განუცხადა.

ცუკერბერგის თქმით, ინტენეტ-კვლევების სააგენტომ 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩასარევად და ინფორმაციით მანიპულირებისთვის „ასობით ყალბი ეკაუნტიდან“ შექმნა ქსელი, რომელიც აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის რუსულენოვან მოსახლეობაზე იყო გათვლილი.

ცუკერბერგმა, ამ კომპანიასთან კავშირის გამო, 273 რუსულენოვანი გვერდისა და ეკაუნტის გაუქმების შესახებ განაცხადა. სამშაბათს, 3 აპრილს ფეისბუკმა უკვე „ტროლების ფაბრიკის“ რუსულენოვანი პროფაილების გაუქმება დაიწყო.

ამ რუსულ სააგენტოს არაერთხელ უმოქმედია მოტყუების გზით, და აშშ-ში, ევროპასა და რუსეთში მოსახლეობით მანიპულირებას ცდილობდა; ჩვენ კი მსოფლიოს არც ერთ ნაწილში არ გვინდა ფეისბუკზე მისი ხილვა“, – დაწერა ცუკერბერგმა თავის გვერდზე.

უახლოეს კვირებში ფეისბუკი გვპირდება, რომ დანერგავს სიახლეს, რომლის საშუალებითაც, სოციალური ქსელის მომხმარებლები შეძლებენ შეამოწმონ, აქვთ თუ არა მათ ხელი მოწერილი ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს მიერ ფარულად მართულ ანგარიშებზე.

ცუკერბერგი ირწმუნება, რომ ეს ღონისძიება მთელ მსოფლიოში საარჩევნო პროცესის დაცულობისთვის არის გამიზნული.

10 აპრილს ცუკერბერგი სიტყვით გამოვა აშშ-ს კონგრესში, სადაც ის დაწვრილებით მოჰყვება ტროლების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების შესახებ.

ფეისბუკის ანგარიშის თანახმად, წაშლილი ეკაუნტების ხელმომწერი მთელ მსოფლიოში დაახლოებით მილიონი ადამიანი იყო, მათ შორის 29 ათასი – აზერბაიჯანში.

გარდა ამისა, ფეისბუკმა საკუთრივ აზერბაიჯანში წაშალა ან დაბლოკა ტროლების დიდი რაოდენობა.

თუმცა, ამ სოციალური ქსელის ზოგიერთი დაბლოკილი მომხმარებელი ირწმუნება, რომ „ტროლების ფაბრიკასთან“ რაიმე საერთო არც აქვთ და არც ჰქონიათ, მაგრამ ფეისბუკი მათ საჩივრებსა და მიმართვებზე არანაირად არ რეაგირებს.


ასევე წაიკითხეთ