ეკოლოგიის სამინისტრო მედიასა და სოციალურ ქსელებში პრობლემის განხილვას ეხმაურება " />

აზერბაიჯანელი ცხოველების უფლებათა დამცველები ირმების საძოვრებს იბრუნებენ

ეკოლოგიის სამინისტრო მედიასა და სოციალურ ქსელებში პრობლემის განხილვას ეხმაურება

ფოტო: ჯავად გაფარის კარიკატურა facebook-იდან, ორგანიზაცია Ecofront-ის გვერდიდან

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო პირობას დებს, რომ იზრუნებს ირმებზე, რომლების ბედიც, დაახლოებით 10 დღეა, ბუნების დამცველებს აღელვებთ. ირმები კინაღამ საკვების გარეშე დარჩნენ იმის გამო, რომ მათი საძოვარი გადახნეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბუნების დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციის Ecofront -ის წევრებმა ყურადღება მიაქციეს აგრარულ სამუშაოებს გახვნას ნაკრძალის მახლობლად აჯინოხურის დაბლობზე, რომელიც აქ მობინადრე ირმების საძოვარს წარმოადგენს.

Ecofront-ის წევრებმა მოახერხეს, რომ ამ დაბლობის 75 00 ჰექტარი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „აგროინკიშფარ-2017“-ს გამოუყვეს. ამავდროულად, ამ საზოგადოების შესახებ არავისთვის არაფერია ცნობილი, მასზე არც ინტერნეტშია რაიმე ინფორმაცია, და გადასახადების სამინისტროს ვებგვერდზეც კი მხოლოდ მისი დასახელება არსებობს.

Ecofront-მა დაიწყო ირმების დასაცავი კამპანია, რომელსაც სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი შეუერთდა, და პროფილის ფოტოს ნაცვლად, ირმებიანი ჩარჩოები დადეს. ხოლო „ბი-ბი-სი“-ს აზერბაიჯანულმა სამსახურმა ამ თემას სტატია მიუძღვნა. საბოლოოდ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში გაერკვევა და პირობა დადო, რომ ჩატარებული სამუშაოები ირმებს არანაირ ზიანს არ მიაყენებს, პირიქით, ცხოველების სასიცოცხლო პირობები გაუმჯობესდება.

Ecofront იუწყება, რომ მინდვრიდან უკვე გატანილია მთელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ