წერილები არსად, დამალული საფლავები და ძველი სამხედრო ფორმა" />

აზერბაიჯანელი ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის შესახებ

წერილები არსად, დამალული საფლავები და ძველი სამხედრო ფორმა

პირველად გამოქვეყნდა 2018 წლის 9 მაისს

აზერბაიჯანში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით ორასი ვეტერანი ცხოვრობს. გასულ წელს მათი რაოდენობა რვაას აღწევდა. რაც უფრო მცირდება მათი რიცხვი, სულ უფრო დიდ ფასს იძენს ის ისტორიები, რომლებსაც ისინი გვიამბობენ.

• 9 მაისი ვაკის პარკში. ისინი უკვე ცოტანი არიან

• უკვდავი პოლკი

აღაევი ასკერი, 1922

1940 წელს საზღვაო აკადემიაში ჩავირიცხე. ომის დაწყებისთანავე პირდაპირ სასწავლებლიდან წაგვიყვანეს სევასტოპოლში. მოწინააღმდეგის პოზიციები წყალქვეშა ნავებით უნდა დაგვეზვერა – იმისათვის, რათა ზუსტად განგვესაზღვრა ის ობიექტები, რომლებიც უნდა დაბომბილიყო.

წყალქვეშა ნავში ყოფნისას არასდროს ვიცოდით, თუ საით მივცურავდით. ხომალდში ვისხედით, წერილებს ვწერდით და ერთმანეთს ვაძლევდით – იმ იმედით, რომ თუკი რომელიმე ჩვენგანი დაიღუპებოდა, მისი ოჯახის წევრები მის წერილს მაინც წაიკითხავდნენ.

მე არ ვიცოდი, ვის ვწერდი, იმიტომ რომ არავინ მყავდა – არც მამა, არც დედა, არც ძმა, და არც და.

В 1945 წელს გამარჯვების დღე რუმინულ ქალაქ კონსტანცაში აღვნიშნე. მაგრამ სამშობლოში არ დავბრუნებულვარ, იმიტომ რომ ბაქოში არავინ მელოდებოდა. ამის შემდეგ მოზდოკში გამამწესეს სამუშაოდ. 1967 წელს ოჯახს მოვეკიდე და მხოლოდ მაშინ დავბრუნდი ბაქოში.

ისმაილ ფარაჯოვი, 1924

77-ე დივიზიაში ვმსახურობდი. ბერლინში ვიყავი.

ერთხელ მოლდოვაში, კერძოდ კი იზმაილიას რაიონში, მძლავრი ცეცხლის ქვეშ მოვყევით. მაშინ 204 აზერბაიჯანელი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. იმ მომენტში თითოეული დახოცილის ცალკე დაკრძალვა უბრალოდ შეუძლებელი იყო, ამიტომ უბრალოდ დიდ ორმოებს ვთხრიდით, რომლებშიც დაღუპულების გვამებს ვყრიდით და შემდეგ ცხედრებს მიწას ვაყრიდით. მოროდიორებისა და საფლავების წამბილწველების გვეშინოდა და ამიტომ იმ ადგილებზე საფლავის მანიშნებლებს არ ვდგამდით.

В 1945 წელს ბერლინიდან მოსკოვში ჩავედი, სადაც ერთი წელი გავატარე. შემდეგ ბაქოში დავბრუნდი და ისტორიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.

მარია სტეპანოვა, 1923

რუსეთში, კერძოდ კი ორენბურგის გუბერნიაში დავიბადე. ომი დაწყებისთანავე მოხალისედ ჩავეწერე და ფრონტზე წავედი. 1942 წელს სტალინგრადის ბრძოლაში ვმონაწილეობდი

შეტევის დროს მედდები ყოველთვის ზურგში მოგვდევდნენ ხოლმე. ერთ-ერთი ბრძოლის რომელიღაც ეტაპზე ისეთ ველზე აღმოვჩნდით, რომელზეც ჩვენს მისვლამდე გერმანელებმა სხვა პოლკი დაბომბეს. ძალიან ბევრი დაჭრილი დაგვხვდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ უვლიდა ერთ-ერთი ჩვენი მედდა დაჭრილს, რომელიც გვეუბნებოდა, აქაურობას გაეცალეთ, თორემ თქვენც დაგხოცავენო. მედდამ კი პაციენტს უთხრა: «ჩემი ძმაც ომშია. იქნებ ისიც დაჭრილია. რა გამოვა, მასაც რომ არავინ დაეხმაროს?»

ფრონტზე ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი გავიცანი, რომელსაც 1945 წელს ცოლად გავყევი და აზერბაიჯანში გადმოვედი საცხოვრებლად .

ალექსანდრ გრიტჩენკო, 1922

ფლოტში ვმსახურობდით და ამიტომ ყველაზე ადრე ჩვენ გაგვიწვიეს ფრონტზე. ხმელეთზე ვერ გადავდიოდით და ამიტომ მხოლოდ გემზე არსებული მარაგებით გვიწევდა თავის გატანა. ვცდილობდით, ისე გაგვეყო საჭმელი, რომ არავის ეშიმშილა. სიმართლე გითხრათ, ხშირად ჭამისთვის არც გვცხელოდა.

ძალიან გვინდოდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ის ჯოჯოხეთი და შინ დავბრუნებულიყავით. ამაზე მეტად არაფერს ვლამობდით. ძალიან გვეშინოდა.

სეიფულა ბახიშოვი, 1922

საარტილერიო ქვედანაყოფში ვმსახურობდი. უკრაინასა და ბელარუსში მიმდინარე ბრძოლებში ვმონაწილეობდი. ორჯერ დამჭრეს.

წელს ბერლინს მივუახლოვდით და ქალაქში შესვლის ბრძანებას ველოდებოდით, როდესაც გვაცნობეს, რომ გავიმარჯვეთ. გერმანიიდან მოსკოვში დავბრუნდით. ამის შემდეგ კიდევ დიდხანს ვერ ვახერხებდი შინ დაბრუნებას. გვეუბნებოდნენ, რომ ჯარისკაცები არ ჰყოფნიდათ. მხოლოდ 1948 წელს გამოგვიშვეს.

დაბრუნებამდე ახალი ფორმების ჩაბარება მოგვთხოვეს და სანაცვლოდ ჩვენი ძველი უნიფორმები დაგვიბრუნეს. სამხედრო ფორმებიც არ ჰყოფნიდათ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ