კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებამ სოციალური ქსელებში მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია " />

ფილმი „სტალინის სიკვდილი“ რუსეთის მსგავსად აზერბაიჯანშიც აკრძალეს

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებამ სოციალური ქსელებში მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია

აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ პრემიერის დღეს გადაწყვიტა ქვეყნის კინოთეატრებში რუსეთში აკრძალული ფილმის, „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება გადაედო.

ფილმის გაქირავებიდან მოხსნამდე აზერბაიჯანის კინოთეატრების ქსელის Cinema plus-ის განვითარების დირექტორი ზაურ დარაბზადე ვებგვერდ haqqın.az-ს ეუბნებოდა, რომ სკანდალური ბრიტანულ-ფრანგული კომედია აზერბაიჯანში მაინც ნაჩვენები იქნება. ფილმის ანონსი უკვე გაჩნდა ვებგვერდ cinema plus-ზე.

თუმცა, პრემიერამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ფილმის დახურული ჩვენება გამართა და მისი კინოთეატრებში ჩვენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფილმი მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, და ეს ჩვენი ისტორიაა, ხოლო ის, რაც ამ ფილმშია ასახული, კულტურის სამინისტროს აზრით, ამ ომში დაღუპულთა ხსოვნას შეურაცხყოფს“, – თქვა დარაბზადემ.

სტალინის სიკვდილი“ – ბრიტანელი რეჟისორის არმანდო იანუჩის კომედიაა, რომელიც ხუმრობების პოლიტიკური მიმართულებით საშა ბარონ კოენის ფილმს „დიქტატორს“ მოგვაგონებს. „სტალინის სიკვდილში“ სსრკ-ში ძალაუფლებისთვის ბრძოლის შესახებ არის მოთხრობილი. რეჟისორი კომიკურად წარმოადგენს საბჭოთა ლიდერებს – ხრუშჩოვს, ბერიას, ჟუკოვს.

იანვრის ბოლოს ფილმის „სტალინის სიკვდილი“ რუსეთის კინოთეატრებში ჩვენება აიკრძალა. რუსეთის კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივმა საბჭომ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფილმს არც კულტურული და არც ისტორიული ფასეულობა არ გააჩნია, სამაგიეროდ, მასში შეუარცხყოფილია საბჭოთა სიმბოლიკა – ჰიმნი, ორდენები და მედლები. აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ კინოფილმის გასაქირავებელი მოწმობა გააუქმა. ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ კინოკომპანია „ვოლგამ“, რომელიც რუსეთის, დასთ-სა და ბალტიის ტერიტორიაზე ამ ფილმის ექსკლუზიური დისტრიბუტორია, ფილმი „სტალინის სიკვდილი“ გაყიდვიდან მოხსნა.

რუსეთის ფედერაციის მიერ „სტალინის სიკვდილის“ ჩვენების აკრძალვამ ფაქტობრივად მისი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში აკრძალვა გამოიწვია, აზერბაიჯანის ჩათვლით“, – წერს haqqin.az. თუმცა, საქართველოში ფილმს „სტალინის სიკვდილს“ თავისუფლად უჩვენებენ კინოთეატრებში და მისი ჩვენების აკრძალვაზე არავითარი კამათი არ ყოფილა.

„სტალინის სიკვდილის“ ჩვენების აკრძალვის შესახებ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებამ აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე სახასიათო კომენტარს ფეისბუკიდან:

„კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახლმწიფო არ არის“.

ისინი ფილმს არც კი უყურებენ. ბერიას სიტყვების გამო შევედავებოდი მათ: „ბაქოს ტუალეტივით ყარს“… ჟუკოვი კი პირიქით, არწივად არის გამოყვანილი. საერთოდ, კარგი ფილმია, მაგრამ სასაცილო კი არა, სევდიანია“.

„აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს. ევროფობია, ფილმების აკრძალვა… შემდეგ რა იქნება, გულაგი, „ბელომორკანალი“…

რა საერთო გვაქვს რუსულ აკრძალვასთან? 1991 წელს ხომ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ? სტალინი ჩვენი გმირი ხომ არ არის? ამ სისტემამ ჩვენი ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი გაანადგურა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების ნათელ ხსოვნას ამ ფილმთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ