«ქალი ნაზია, მაგრამ არაა აზიზი», - ასე პასუხობს ის ყველას, ვინც ურჩევს, რომ „სუპი მოამზადოს“ " />

ავტომექანიკოსი ქალი. ვიდეორგოლი ბაქოური სახელოსნოდან

«ქალი ნაზია, მაგრამ არაა აზიზი», - ასე პასუხობს ის ყველას, ვინც ურჩევს, რომ „სუპი მოამზადოს“

ავიდან ნუშაბა ოჯახის წევრებს არ უმხელდა, რომ ავტომექანიკოსის შეგირდი გახდა. იმ პერიოდში მას უკვე ორი შვილი ჰყავდა. თავის გადაწყვეტილებას იგი ასე განმარტავს.

აზერბაიჯანში მისი ხელობა „მამაკაცურად“ ითვლება, მაგრამ ნუშაბა საზოგადოებას არ გაურიყავს. მეტიც, იგი ადგილობრივ ცნობად სახედ იქცა. მას კარგი „კოლოფის ოსტატის“ სახელი აქვს. ასე უწოდებენ ბაქოში იმ ავტომექანიკოსებს, რომლებიც სიჩქარის გადაცემათა კოლოფის კარგ ხელოსნებად ითვლებიან. ნუშაბა ჟურნალისტებთან ლაპარაკს მიეჩვია – იგი ხშირად იძლევა ინტერვიუებს.

ნუშაბას თქმით, ეგზოტიკურმა პროფესიამ მის ხასიათზეც იქონია გავლენა. ახალმა ხელობამ ქალს სიხისტე და უკმეხობა შესძინა. «თუკი ყველას გავუღიმებ და თავაზიანად მოვექცევი, აქ დიდხანს ვერ ვიმუშავებ».  თუმცა, ნუშაბას ლამაზი საყურეები უკეთია და საუბრის დასაწყისშივე აცხადებს, რომ თავის ასაკს არ გაგვიმხელს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ