ექსპერტის აზრი: როგორც ჩანს, უკრაინული ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფა გარდაუვალია" />

ავტოკეფალია გარდაუვალია?

ექსპერტის აზრი: როგორც ჩანს, უკრაინული ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფა გარდაუვალია

ru.hromadske.ua

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არსდროს დაუშვებს უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობას. კირილმა მადლობა გადაუხადა მოსკოვის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, ონოფრის “კანონიკური ერთობის შენარჩუნებისთვის”,  და დასძინა, რომ არსდროს დათანხმდება ამ საზღვრების შეცვლას.

და მაინც, ექნება თუ არა უკრაინას საკუთარი, დამოუკიდებელი ეკლესია? სიტუაციის კომენტარს აკეთებს  რუსი პუბლიცისტი სერგეი ჩაპნინი.

– რა ხასიათის იყო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის განცხდება ? ამის გახმოვანება უბრალოდ რაიმე თარიღს უკავშირდებოდა, თუ ერთგვარ სიგნალსაც შეიცავდა?

– ვფიქრობ, ეს ყველაზე მოულოდნელი რამ იყო, რაც პატრიარქი კირილის 70 წლის აღსანიშნავი ზეიმის დღეებში გაისმა. ეს იყო მკაცრი, საკმაოდ მკაფიო განაცხადი უკრაინის შესახებ, და ჩემი აზრით, ეს იმ საეთო სიტუაციას უკავშირედება, რომელშიც დღეს რუსული ეკლესია და პირადად პატრიარქი კირილი არიან. აქ მთავარია გამყარდეს დღევანდელი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერული და ხშირად იმპერიული  ბუნება. როგორც ჩანს, პატრიარქისთვის აქ იმდენად კონსტანტინოპოლთან მეტოქეობა და კათოლიკურ და სხვა რელიგიურ ჯგუფებთან გარკვეული ურთიერთობები კი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, რამდენადაც უპირობოდ, ყველანაირი დისკუსიებისა და დაშვებების გარეშე, უკრაინული ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში ხილვის სურვილი. 

-ახლახან უკრაინული დელეგაცია სტამბულში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიო პატრიარქი დაითანხმეს, რომ უკრაინაში შიძლება არსებობდეს ადგილობრივი ეკლესია. შეიძლება, რომ მსოფლიო პატრიარქის ამ სურვილმა რამენაირად დააჩქაროს უკრაინაში დამოუკიდებელი ეკლესიის წარმოშობა? როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას?

– ეკლესიური თვალსაზრისით, ძალიან უცნაურად გამოიყურება, როდესაც ავტოკეფალური ეკლესიის მიმართულებით მოძრაობის მთავარ დრაივერებად პოლიტიკოსები გვევლინებიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია არც ისე ნორმალურია. რასაკვირველია, კონსტანტინოპოლის და, კერძოდ, მსოფლიო პატრიაქის აზრითაც, საერთოდ, ფართო გაგებით, ეკლესიის და საეკლესიო ისტორიის თვალსაზრისით, უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია, არათუ შესაძლებელია, არამედ გარდაუვალიცაა. სხვა საქმეა, თუ რა ნაბიჯებს დგამენ დღეს ისინი, ვინც ავტოკეფალიის დასაცავად გამოდის, ან ისინი, ვინც ამას კატეგორიულად შეუძლებლად მიიჩნევს. მეჩვენება, რომ ეს საკითხი იმდენად სტრატეგიული არ არის, რამდენადაც ტაქტიკურია. 

 – უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესია მხოლოდ  უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვური პატრიარქატის ბაზაზე შეიძლება შექმნას, თუ მისი დამაარსებელი უკვე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქატი შეიძლება გახდეს?  

-დღევანდელ ვითრებაში აშკარად არ შეიძლება. აქ მაინც იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, კანონიკურად რა საფუძველზე უნდა აიგოს ეკლესიის ცხოვრება. სხვა დამოუკიდებელი ეკლესიების მიერ აღიარება – ერთ-ერთი საკვანძო პირობაა. რადგანაც კიევის პატრიარქატი ამ პირობებს არ ასრულებს, ის აღიარებულ ეკლესიას არ წარმოადგენს. საერთოდაც, იმის თქმა, რომ კიევის პატრიარქატი შეიძლება რაიმეს ფუნდამენტად იქცეს, ჩემი აზრით, რეალობას მოკლებულია. ეს რაღაც ხელოვნური სქემებია, რომლებიც არ იმუშავებს.  

-უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინა მეთურის დროს თვით ეკლესიის წიაღში მიმდინარეობდა დისკუსია მათ შორის – ვინც ავტოკეფალიისკენ მიისწრაფვოდა, და ვისაც უფრო “ჩისტი პერეულოკის”-კენ (მოსკოვის პატრიარქის მისამართი) და იქიდან მიღებული რჩევებისკენ გაურბოდა თვალი. დღეს როგორ არის გადანაწილებული ეს გავლენის სფეროები?

-რასაკვირველია, მოსკოვზე, პატრიარქსა და მის გარემოცვაზე ორიენტირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ახლა ისიც კი მგონია, რომ დღეს ეს ტენდენცია დომინანტურია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის ეპარქიაში. მაგრამ, ვფიქრობ პრობლემა სულ სხვაგანაა: საქმე ისაა, რომ ეკლესია საზოგადოებისთვსი გასაგები რომ იყოს, თუნდაც თავისი საზოგადოებრივი პოზიციით, იმ პოლიტიკური საკითხებისადმი თავისი დამოკიდებულებით, რასაც გვერდს ვერ აუვლის, მნიშვნელოვანია, რომ ის დღევანდელ საზოგადოებას მიმართავდეს; არა გამოგონილ ხალხს, არამედ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ უკრაინულ საზოგადოებას შეადგენენ. და უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს. ჩანს, რომ ეკლესიის იერარქებს  და სპიკერებს ლაპარაკის ეშინიათ და არც საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ელიტასთან საუბარი ეხერხებათ. და ეს სერიოზული პრობლემაა. 

– საერთოდ, უკრაინის სახელმწიფო, რუსეთისგან განსხვავებით, ლევიათანობას არ იჩემებს, და მისთვის უჩვეულო სფეროებს არ ეპოტინება; მაგრამ თუკი სახელმწიფო დონეზე მაინც გაჩნდება, პირობითად, მოსკოვის პატრიარქატის ინტერესების ოდნავი შეზღუდვით, კიევის პატრიარქატისთვის უპირატესობის მინიჭების სურვილი, შეცვლის თუ არა ეს დე-ფაქტო უკრაინაში დღეს არსებულ ბალანსს?

– მე მოსკოვური პერსპექტივიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, და ამიტომ მიჭირს, სიტუაცია შიგნიდან, თქვენს კონტექსტში შევაფასო. მე ვიტყოდი, ერთი მხრივ, სახელმწიფო უფლებამოსილია იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია; მეორე მხრივ კი, რასაკვირველია, აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ მოსკოვის პატრიარქატის ყველაზე დიდ რელიგიურ თემს, როგორიც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიაა. სახელმწიფოს ამოცანაა – ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მეორის დაჩაგვრის შესაძლებლობაც კი აღმოფხვრას. სწორედ ამ რელიგიათაშორისი მშვიდობის უზრუნველყოფაა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მიზანი. თუ მშვიდობა იქნება, და რელიგიური ორგანიზაციები, კანონიკური თუ სხვა, მიხვდებიან, რომ ყველაფერი მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს, ეს სიტუაციის  შეცვლის ერთ-ერთი წინაპირობა გახდება.

გამოქვეყნებულია: 25.11.2016


ასევე წაიკითხეთ