ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილგარ მამედოვი ევროპის სასამართლოსგან გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ ციხეში კიდევ 4 წელიწადს იმყოფებოდა " />

ადამიანის უფლებათა სასამართლომ აზერბაიჯანი მისი გადაწყვეტილების იგნორირებაში დაადანაშაულა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილგარ მამედოვი ევროპის სასამართლოსგან გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ ციხეში კიდევ 4 წელიწადს იმყოფებოდა

ევროპის  ადამიანის უფლებათა სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ ცნო.

• რას ნიშნავს აზერბაიჯანში ფრაზა „მისჯილი აქვს შვიდი წელიწადი“?

• ილგარ მამედოვის პირველი პრეს-კონფერენცია ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

• თავისუფლების დონე სამხრეთ კავკასიაში Freedom House-ის ვერსიით

იგულისხმება ილგარ მამედოვის – ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერის საქმე. მამედოვი ოთხ წელიწადს დატოვეს ციხეში მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

ილგარ მამედოვის საქმე

ილგარ მამედოვი, ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერი [იმ მომენტისთვის კი – საზოგადოებრივი მოძრაობის], 2013 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტად კენჭის ყრას აპირებდა. მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ისმაილიში გამგზავრების შემდეგ, სადაც იმ დროს საზოგადოებრივი არეულობა ხდებოდა, ის დააპატიმრეს.

თავიდან მამედოვს ამ არეულობის ორგანიზებასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი, მოგვიანებით კი პირველი მუხლი უფრო სერიოზულით შეიცვალა – ნგრევისა და გადაწვის თანხლებით მასობრივი არეულობების ორგანიზება.

2014 წელს მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე 2014 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ილგარ მამედოვის საჩივრის პასუხად, ეს პატიმრობა უკანონოდ ცნო და ოპოზიციონერის გათავისუფლება და მისთვის ყველა ბრალდების მოხსნა მოითხოვა, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა.

ილგარ მამედოვმა ციხეში თითქმის ხუთი წელიწადი გაატარა და 2018 წლის ივლისში გათავისუფლდა.  

ამგვარად, აზერბაიჯანმა ფაქტობრივად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება მოახდინა. აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი საქმე, შესაძლოა, ქვეყანას სანქციებს უქადდეს, მათ შორის – ევროპის საბჭოდან გარიცხვასაც. როგორც ევროპის სასამართლოს პრეს-რელიზშია ნათქვამი, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად ხდება.     

თავად ილგარ მამედოვმა Facebook-ის თავის გვერდზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ასე შეაფასა: სასამართლოს მოთხოვნაა სრულად აღდგეს იურიდიული სტატუსი, რომელიც მე დაპატიმრებამდე მქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია კანდიდატი გავხდე როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებზე“.

რატომ მაინცდამაინიც ახლა?

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდან სახელმწიფოს მისამართით ამგვარი ბრალდება უპრეცდენტო შემთხვევაა. და აზერბაიჯანში ბევრს უკვირს, თუ რატომ მოიქცა ევროპის სასამართლო ასე სწორედ ახლა, თუმცა საამისო მიზეზი ადრეც საკმაოდ ყოფილა.

ამ შეკითხვას  JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი პასუხობს:

„რამდენიმე მიზეზთაგან ერთ-ერთი, შესაძლოა, აზერბაიჯანის პოლიტიკური კურსის შეცვლაც იყოს. უფრო ზუსტად, ევროპის იმედგაცრუება და რუსეთისადმი მზარდი სიმპათია. შესაბამისად, ევროპის რეაქციაც უფრო მკაცრი გახდა. თუკი ის წინათ გაყალბებულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე განცხადებებით პასუხობდა, და თან ამავდროულად ახსოვდა, რომ აზერბაიჯანი მაინც ნედლეულის ალტერნატიული ბაზაა, ახლა უკვე იურიდიული ბერკეტების გამოყენება დაიწყეს; საქმე სანქციებამდეც კი შეიძლება მივიდეს“.


ასევე წაიკითხეთ