ფეხბურთელები შაბათობებისთვის ემზადებიან, მთავრობა სახსრებს ეძებს " />

„სპარტაკი-ვლადიკავკაზმა“ „ალანიის“დაუსრულებელი ბაზა მიიღო

ფეხბურთელები შაბათობებისთვის ემზადებიან, მთავრობა სახსრებს ეძებს

გაუქმებული სპორტული კლუბის „ალანიას“ საწვრთნელი ბაზა, რომელიც რამდენიმე წელიწადს ჩრდილოეთ ოსეთის სპორტის სამინისტროს ოპერატიულ მმართველობაში იყო, „სპარტაკ-ვლადიკავკაზს“ გადაეცა.

ბაზის რეკონსტრუქცია დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო  ვერ დასრულდა. ამიტომ ბაზა „სპარტაკ-ვლადიკავკაზს“ ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში  გადაეცა  – შენობა და ტერიტორია სავსეა სამშენებლო ნაგვით, შენობაში სამუშაოები დაუსრულებელია, ტერიტორია დაფარულია ველური ბალახით. შენობაში უწესრიგოდაა მიყრილ-მოყრილი გადაგდებული კარები, სანტექნიკა და ავეჯი.

baza-12

საფეხბურთო კლუბის ხემძღვანელობამ გადაწყვიტა შაბათობები ჩაატაროს, რომ თავისი ახალი ქალაქგარეთა ბაზა მოაწესრიგოს. „გამორთულია ყველა კომუნიკაცია. ძირითადად, დაგვჭირდება ყველაფერი საფეხბურთო მოედნებისთვის და ამ მოედნების მოსაწესრიგებლად საკმარისი სახსრებიც გვაქვს“, – უთხრა ტელეარხ „როსია 1 ალანიას“ საფეხბურთო კლუბ „სპარტაკ-ვლადიკავკაზის“ გენერალურმა  დირექტორმა იური სეკინაევმა.

სტადიონ „სპარტაკის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ზაურ ვატაევის თქმით, პირველ რიგში უნდა აღდგეს კვების ბლოკი და ფეხბურთელების ოთხები, ასევე გათბობის სიტემა და საწვრთნელი დარბაზი.

baza-16

თუ რა დრო დასჭირდება ობიექტის წესრიგში მოყვანას, კლუბში ჯერ არ იციან. სახსრების მოპოვებით რეპუბლიკის მთავრობა არის დაკავებული.

კლუბ „ალანიას“ რუსეთის ჩემპიონატიდან მოხსნისა და კლუბის, როგორც იურიდიული პირის, საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ 2014 წელს მიიღო, რის მიზეზიც „ალანიას“ დაგროვილი ვალები გახდა. 2016 წლის 18 ივნისს ჩრდილოეთი ოსეთის ხელისუფლებამ კლუბ „ალანიას“ დაშლა და მის ბაზაზე, საბიუჯეტო დაფინანსებით, ახალი გუნდის – სახელად „სპარტაკის“  შექმნა გადაწყვიტა.

(ფოტორეპორტაჟი -„გრადუს ოსეტიი“)


ასევე წაიკითხეთ