"ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ. ადრეც ჰქონდა მცდელობა და დღეს დააგვირგვინა", ამბობს დირექტორი" />

თბილისში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა – დირექტორი ამბობს, რომ ის მანამდეც ცდილობდა გადმოხტომას

"ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ. ადრეც ჰქონდა მცდელობა და დღეს დააგვირგვინა", ამბობს დირექტორი

თბილისის 206-ე საჯარო ბაღის ფანჯრიდან სამი წლის ბავშვის გადმოვარდნის შემდეგ, ბაღის დირექტორმა განაცხადა, რომ ბაღის აღსაზრდელი “ინკლუზიური იყო და მას მანამდეც ჰქონდა ფანჯრიდან გადმოხტომის მცდელობა”.

ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა – დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგერ ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ და მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა, ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა”, – განაცხადა ბაღის დირექტორმა, მარინა გოგოლაძემ რუსთავი2-თან სატელეფონო ინტერვიუში.

სიტყვა “ინკლუზიურში” ბაღის დირექტორი შეზღუდულ შესაძლებლობებს გულისხმობს.

გოგოლაძის არაეთიკურმა კომენტარმა სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

თბილისის მერიამ უკვე მიმართა თხოვნით საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს, რომ გოგოლაძეს და კიდევ რამდენიმე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.

•  თბილისში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს 156 სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღია.

•  ზოგ ჯგუფში 50-მდე აღსაზრდელია. გადატვირთულობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, საბავშვო ბაღებში არსებულ სხვა პრობლემებს შორის.

•  ბევრ საბავშვო ბაღში დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ