გამოცხადებულია, რომ არასანქცირებული ღონისძიებები აღიკვეთება " />

სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი არჩევნების წინ გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ფოტოისტორია

გამოცხადებულია, რომ არასანქცირებული ღონისძიებები აღიკვეთება

სამხრეთი ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ.

„შექმნილია ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისგან შემდგარი შტაბი, რომელიც კვირაში ერთხელ შეიკრიბება. ინფორმაციის გაცვლა უკვე რეალური დროის რეჟიმში ხდება“, – განაცხადა სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ შარგაევმა პრეზიდენტთან შეხვედრისას.

მისი თქმით, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონსტიტუციური წყობის დაცვის  ქვედანაყოფი შვიდდღიან სამუშაო კვირაზეა გადასული და ეს რეჟიმი საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო უშიშროების  კომიტეტის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ სასარგებლო იქნება, არჩევნებამდე მოქალაქეებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს განემარტოთ მასობობრივი ღონისძიებების ჩატარების წესები. „როგორ  უნდა მიიღონ ნებართვა, რომელი კანონის საფუძველზე და სხვა წვრილმანები. თუკი მერია არ გასცემს საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარების ნებართვას – ასეთი ღონისძიებები აღიკვეთება“, -თქვა შარგაევმა.

გაძლიერებულოი სამსაზურის რეჟიმზე გადავიდა ასევე რესპუბლიკის მილიციაც.  

  • სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს ჩატარდება. დღეისთვის ცნობილია სახელმწიფოს მეთაურობის ექვსი პრეტენდენტის ვინაობა, მათ შორის არიან – მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის თვმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და სამხრეთი ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი  (2001-2011 წლებში) ედუარდ კოკოითი.
  • სამხრეთ ოსეთში 2011 წლის დეკემბერში, წინა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასშტაბური პოლიტიკური აქციები ჩატარდა. მაშინ ძირითადი მეტოქეები იყვნენ პარლამენტის ახლანდელი თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და დამოუკიდებელი კანდიდატი ალა ჯიოევა. უზენაესმა საბჭომ მაშინ არჩევნების შედეგები  გააუქმა. მღელვარების დაწყნარება მოხერხდა. განმეორებით არჩევნებში 2012 წელს გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკის ახლანდელმა ხელმძღვანელმა ლეონიდ თიბილოვმა.
 JAMnews-ის  ფოტოისტორია 2011-12 წლების ცხინვალის მოვლენების შესახებ
სტატიაში გადმოცემული აზრები ავტორის ტერმინოლოგიასა და შეხედულებებს გადმოსცემს და აუცილებელი არ არის რედაქციის პოზიციას ასახავდეს.

ასევე წაიკითხეთ