აფხაზეთში პროზექტურა გაძარცვეს
პროზექტურა სოხუმში, ორშაბათს გამთენიისას გაქურდეს.
სავარაუდოდ, ბოროტმოქმედებმა შეამტვრიეს კარი, შეიპარნენ შენობაში და გააღეს სეიფი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გენადი ბობუა, რომლის მმართველობაშიც შედის დაზარალებული განყოფილება, მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.
მოვლენა სოციალური ქსელების განხილვის ერთ-ერთი მთავარ თემად იქცა. მომხმარებელთა უმეტესობა მომხდარს ირონიულად მიუდგა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
– სამწუხაროა, რომ მიცვალებულთაგან არავინ ადგა და არ შეეჭრა თავდამსხმელებს. ეს იქნებოდა სეირი.
– ასეთი ძარცვა აბსოლუტურად უსაფრთხოა მძარცველთათვის, რადგან, როგორც ცნობილია, მიცვალებულს ზიანის მიყენება არ შეუძლია. რაც შეეხება მორალს და ელემენტარული ზიზღის გრძნობას, ნათელია, რომ მძარცველებს არც მორალი გააჩნიათ საერთოდ და არც ზიზღის გრძნობა. ასეთ ქურდებს შეიძლება აფთრები უწოდო.
– გაერთნენ მათზე… ისე დაეცა ჩვენი ხალხი. თუმცა, თითქოს მეტი აღარ შეიძლებოდა, ახლა აფხაზეთს თავის „ნეკროფაგები“ ჰყავს. ახლა ამაზე უარესი არ არსებობს.
– როგორ არ არსებობს? შემდეგი ნაბიჯი საზოგადოებრივი ტუალეტის გაქურდვაა.
– იქნებ ექსპერტიზის რეზულტატები წაათრიეს უნამუსოებმა?
– ამბობენ, რომ სეიფში 3 მილიონი იყო. მისი უფროსი იქ ინახავდა, ეგონა, რომ რადგან მორგში, რომელიც რესპუბლიკური სახელმწიფო ავტოინსპექციის, საავადმყოფოების და სასაფლაოს გარემოცვაში მდებარეობს, მძარცველები ვერ შეიპარებოდნენ, მაგრამ ახლა, შეიძლება ითქვას, რომ საიმედო სამალავი ადგილი არ არსებობს.