ნოემბრიდან აფხაზეთის სასამართლოებმა შესაძლოა მუშაობა შეწყვიტონ
სასამართლო სხდომების აუდიო და ვიდეოჩანაწერების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ნებისმიერ საქმეზე გამოტანილი განაჩენი გაუქმდეს.
სასამართლო პროცესის წარმოების ახალი წესი 2016 წელს მიიღეს, მაგრამ ძალაში 2019 წლის 1 ივლისს უნდა შესულიყო. სამი წლის განმავლობაში საკითხის გადავადება, ყველა სასამართლოს ტექნიკურად აღჭურვის აუცილებლობით აიხსნა.
• როგორ მოხვდნენ ჩრდილოეთკორეელი მუშები აფხაზეთში და რატომ არღვევს რუსეთი გაეროს სანქციებს
მაგრამ, როდესაც კანონის ამოქმედების ვადა მოვიდა, გაირკვა, რომ ტექნიკური აღჭურვისთვის საკმარისი თანხა არ იყო. უზენაესმა სასამართლომ დაითვალა, რომ ამას 40 მილიონი რუბლი (დაახლოებით, 660 ათასი დოლარი) დასჭირდება. მაგრამ ფინანსთა სამინისტროს საკუთარი გათვლები ჰქონდა. იქ გადაწყვიტეს, რომ საკმარისი იქნებოდა 6 მილიონი რუბლიც (დაახლოებით, 100 ათასი დოლარი), იმდენად, რამდენადაც, სამინისტროს აზრით, უზენაესი სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი.
გაზრდილი საფასურის შესახებ ბრალდების საპასუხოდ, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრომ არასწორად დაითვალა ტექნიკის ღირებულება, რამდენადაც სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ტექნიკა სასამართლო სხდომების აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
პარლამენტის დეპუტატებმა თანხისა და ტექნიკური აღჭურვისთვის საჭირო საკითხების შესათანხმებლად მხარეებს ახალი ვადა 1 ნოემბრამდე მისცეს.
მაგრამ ვერც ამ ვადაში მოხერხდა ჩატევა.