არჩევნები აშშ-ში: ამომრჩევლები ტრამპის წინააღმდეგ
6 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით, ზედა პალატა მესამედით განახლდება, ქვედა კი – მთლიანად.
არჩევნების მთავარი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ ახლა ქვედა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც ამ არჩევნებზე გამოვლინდა – პოლიტიკოსების ახალი თაობის გამოჩენაა.
• ამერიკის მანიპულაციები ან ერდოღანის ხელისუფლების არაკომპეტენტურობა?
• უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?
ამიერიდან 435 სავარძლიდან 90-ს ქალები დაიკავებენ, რაც რეკორდად იქცა. მათი უმრავლესობა დემოკრატიული პარტიიდან არის.
როგორც ტელეარხი CNN წერს, აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში პირველად შევა ორი მუსლიმი ქალი – პალესტინური წარმოშობის ამერიკელი ქალი და სომალიდან დევნილი ქალი.
ასევე პირველად, წარმომადგენელთა პალატაში იქნება ძირძველი ხალხის ორი წარმომადგენელი.
ფედერალური დონის კანონმდებელთა შორის გაჩნდა პირველი ლესბოსელიც. ხოლო კოლორადოს შტატს, გუბერნატორის თანამდებობაზე – პირველად აშშ-ს ისტორიაში – სათავეში ღია ჰომოსექსუალი ჩაუდგება.
პრეზიდენტ ტრამპისთვის არჩევნების შედეგები ცუდი სიახლეა. ახლა წარმომადგენელთა პალატამ მისი საქმიანობის ფართომასშტაბიანი გამოძიების შესაძლებლობა მიიღო და ამით უდავოდ ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მთავარი ეჭვი – 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთთან გარიგებაა, როდესაც რუსეთის მხრიდან უკანონოდ ჩარევის შემთხვევები გამოვლინდა.