ბორდერიზაცია

“ბორდერიზაცია” – ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი. ეს სიტყვა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში გაჩნდა, როდესაც  რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოყოფა დაიწყეს.

მას შემდეგ ათ წელზე მეტია, რაც რუსი და ოსი სამხედროები ე.წ. საზღვრის მთელ პერიმეტრზე სხვადასხვა კონსტრუქციებს ამონტაჟებენ – ავლებენ მავთულხლართებს; დგამენ ბეტონის, ხის და რკინის ნაგებობებს; არჭობენ ბანერებს, წარწერით “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი”; თხრიან სანგრებს; აყენებენ სათვალთვალო ინფრასტრუქტურას.

თბილისი ამ პროცესს “მცოცავ ოკუპაციას” უწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, „სახელმწიფო საზღვრის გავლებას“.

ამ კონსტრუქციების ნაწილი გადის პირდაპირ ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეზოებზე, მათ მიწებზე და ორ ნაწილად ჰყოფს სოფლებს.

შედეგად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღესაც, ომიდან წლების შემდეგ, კარგავენ სახლებს, სახნავ-სათეს მიწებს, საძოვრებსა და ბაღებს.

ბორდერიზაციის პროცესი განსაკუთრებით აქტიურად 2013 წლიდან მიმდინარეობს.

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თბილისი საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს

მოკლული 35 წლის თამაზ გინტური 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია

პარლამენტის თავმჯდომარე: ვაგრძელებთ განვითარებას, რათა აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი საქართველო

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას

"კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა"

გერმანიაში დაკავებული ქართველი გენერლის საქმეში, უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ

გენერალი კალანდაძე 20 დეკემბერს მაშინ დააკავეს როდესაც ბერლინიდან უკრაინაში ბრუნდებოდა

გაიმართა აბაშიძე კარასინის ონლაინ შეხვედრა. საქართველო 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს

აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე

ცხინვალში დაკავებული გენადი ბესტაევი ანატოლი ბიბილოვმა ავადმყოფობის გამო შეიწყალა

ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ

ევროსასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო

რუსი ეროვნების ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ ქართულმა მხარემ დაარღვია მათი უფლებები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე

"საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა"

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა